პრეზიდენტი-ფრანგულ რადიოში საქართველოზე მომზადებული გადაცემის პირველი სტუმარი ვიქნები

14 ოქტომბერს ფრანგულ რადიოში France Bleu, საქართველოზე მომზადებული გადაცემის Embarquement immédiat პირველი სტუმარი ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„გადაცემა, მთელი კვირის განმავლობაში, ფრანგ მსმენელს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, გასტრონომიისა და მოგზაურობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვიქტორინის საშუალებით, საქართველოს საგზურს გაათამაშებს.

უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებას“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.