პროექტის „ჩვენ გვიყვარს რუსთავი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

რუსთავის  N20 საჯარო სკოლაში  პროექტის „ჩვენ გვიყვარს რუსთავი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი მოსწავლეების ხელოვნებითა და ისტორიით დაინტერესება  და  ამ მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა. დასკვნით ღონისძიებაზე  “ჩვენ გვიყვარს პოეზია“   რუსთაველმა  პოეტებმა  მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიებაზე  ახალგაზრდებმა პოეზიის ნიმუშები და ქართული-ხალხური ცეკვები წარმოადგინეს. პროექტში,რომლის ავტორიც მწერალი და მსახიობი  ეკატერინე ქვრივიშვილია,  სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.

პროექტის ფარგლებში მოზარდები  რუსთავის ისტორიულ ძეგლებს გაეცნენ , მოინახულეს რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და დრამატული თეატრი.

დასკვნით ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები,საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები,  მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.