ჯანდაცვის სამინისტროდან 51 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდა-სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს. მიზეზადე.წ. მცირე მთავრობის პრინციპი მოიყვანეს.

ოპოზიცია ჯანდაცვის ხელმძღვანელობისგან აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვს.

“სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია ბოლო ფაზაა ოლიგარქისთვის და ამ ბოლო ფაზით ცალკეული ჩინოვნიკები გარკვეული ინტერესების გადაჯგუფებას ლამობენ,”- ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.