რიგები მომსახურების სააგენტოსთან-მოქალაქეებს რიგში დგომა საათობით უწევთ

რიგები მომსახურების სააგენტოსთან-რამდენიმე დღეა მოსახლეობა საჭირო მომსახურების მიღებისთვის რიგში საათობით დგას.
ავტომანქანების ნაკადი ავტობანის ტერიტორიიდან იწყება,რაც საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას იწვევს.

როგორც მომსახურების სააგენტოში tv4-ს განუცხადეს, მიზეზი თბილისის მერიის მიერ მიღებული რეგულაციაა,რომლის მიხედვითაც, ტაქსებზე A კატეგორიის ლიცენზია,მხოლოდ თეთრი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში გაიცემა. სააგენტოსთან არსებული ვითარების მიზეზად, მეზობელ ქვეყნებში იმპორტის რეგულაციების მოსალოდნელი გამკაცრებაც სახელდება.

მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა სომხეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეების  მხრიდან  ფიქსირდება.