სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტის “გამოხატე” ფარგლებში, რუსთავის შენობებზე ახალი ნახატები გამოჩნდა. დაწყებულია რუსთაველის გამზირზე ყოფილი “გეპეის” შენობის კედლის მოხატვა. ცენტრის ინფორმაციით მოიხატება, რუსთავის ჯუმბერ ყოლბაიას სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ერთ-ერთი კედელი.
შეგახსენებთ, პროექტი რუსთავში გერმანელი მხატვრების ჩართულობით , უსასყიდლოდ ხორციელდება. რუსთავის მერია მხატვრებს ინფრასტრუქტურულად უზრუნველყოფს.









