რუსეთის დუმა- საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს

საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა ,უახლოეს მომავალში აღდგეს, ამის შესახებ რუსეთის დუმის, დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

კალაშნიკოვის თქმით, წინა დღეებში საქართველოსა და რუსეთის საპარლამენტო ჯგუფების მეექვსე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სხვა საკითხებთან, ერთად საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა იყო.

კალაშნიკოვის ცნობით, ჯერ-ჯერობით ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე, საუბარი ადრეა,თუმცა ეს შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს. დუმის დეპუტატის ცნობით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ, უნდა დარწმუნდეს ქართული აეროპორტების უსაფრთხოებაში და და იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ.