რუსმა სამართალდამცავებმა კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა. ონიანის ექსტრადირება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ონიანმა რუსეთის ციხეში 10 წლიანი სასჯელი მოიხადა.
ონიანს რუსეთმა არალეგალურად მიღებული მოქალაქეობა ჩამოართვა, რის შემდეგაც მოსკოვის სასამართლომ ესპანეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ესპანეთში მას ფულადი სახსრების მითვისებას 2006 წლიდან ედავებიან.