რუსთავის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საქართველოს თავდაცვის ძალების საწვრთნელ ბაზაზე შეიარაღებული ძალების სწავლებას დაესწრონ, გაეცნონ შეიარაღებას და შეკითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირებისგან მიიღონ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანი მოსაწავლეებში ქვეყნის თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
მოსწავლეები დღეს სასწავლო ცენტრ მუხროვანის ბაზაზე იმყოფებოდნენ. პროექტის ორგანიზატორი რუსთავის გაწვევის სამსახურია.