რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
წმინდა სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა, როდესაც მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.