რუსთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე ხანძარია

რუსთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ბალახს უკიდია და მისი გავრცელების არეალი დიდია.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში tv4-ს განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ცეცხლი 2 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა გავრცელებული.

Update: ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.    ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.