სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში დღეს ჯვარი 23 წყვილმა დაიწერა. ხოლო რეგიონის მასშტაბით 50-მდე წყვილმა.
საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ოჯახის სიწმინდესა და სიმტკიცეს ისახავს მიზნად.
ტრადიცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით დამკვიდრდა.
საყოველთაო ჯვრისწერა საქართველოში მეექვსედ იმართება და მას ორგანიზებას საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება უწევს.