რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვა-მერი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო 

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სანიაღვრე წყლების მილსადენი სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. იაღლუჯის მთის ფერდობზე წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებისგან ქუჩებისა და მიკრო-რაიონების დაცვის მიზნით, მილსადენი სისტემის მშენებლობა მთის ფერდობის გასწვრივ მიმდინარეობს.

ქალაქში მსხვილმასშტაბიან პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 500 000 ლარია.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით,.2018 წელს იაღლუჯიდან ჩამოტანილმა ღვარცოფმა ქალაქი დატბორა და მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. აღნიშნული ბეტონის სისტემა, დაიცავს ქალაქს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.