რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2020 წელს არ გაგრძელდება

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2020 წელს არ გაგრძელდება-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ,კომიტეტზე განმარტეს,რომ განსახლებასთან დაკავშირებით ,მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.

რუსთავის მაჟორიტარმა კომიტეტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის დაფინანსებაში ცვლილებას გაუსვა ხაზი, რომლის თანახმადაც, რეგფონდის ბიუჯეტი რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზის მონაკვეთის საკითხის გაჭიანურების გამო შემცირდა. ბიუჯეტი 42,3 მილიონი ლარიდან 36,6 მილიონამდე შემცირდა.

დეპუტატმა, პროექტის შეჩერების საფუძვლები მოისმინა და აღნიშნა,რომ რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზა რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და პროექტის პერსპექტივებზე კითხვა დასვა,რის პასუხადაც კომიტეტზე განაცხადეს,რომ პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია და 2020 წელს ჩქაროსნული გზის მშენებლობა არ გაგრძელდება.

კომიტეტზე განმარტეს,რომ მოსახლეობასთან კონსესუსი ვერ მოხერხდა, შესაბამისად პროექტი შეჩერდა.

გიორგი ბეგაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაზე, საკითხის დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს.

კომიტეტზე განაცხადეს,რომ ჩქაროსნულ გზასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტები არსებობს,კერძოდ
ვიდრე, პროექტი არ გაგრძელდება, იგეგმება, არსებული რეაბილიტირებული გზების გადაერთება.