რუსთავში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მამაკაცის ცხედარი მტკვარმა ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკაშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

update: შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახსნის მამაკაცია. გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.