მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს-ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
დეპუტატებმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი დაამტკიცეს, რომლითაც პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აკრძალულია, ხოლო გამონაკლისის სახით განსაზღვრულია ქუჩები, სადაც დასაშვებია პირუტყვის გადარეკვა.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრა, რაც ითვალისწინებს 20 ლარით დაჯარიმებასა და პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნის შემთხვევაში მათ გადაყვანას სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გამოიწვევს. პირუტყვის გადაყვანასა და მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი უზრუნველყოფს.