რუსთავში საოჯახო ტიპის ფსიქიკური დაწესებულების მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს-ამის შესახებ tv4-ს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
როგორ გაბუნიამ აღნიშნა, საპროექტო და სამშენებლო პროცედურების დასრულების შემდეგ, საოჯახო ტიპის დაწესებულება 2020 წლის მარტის თვისთვის დასრულდება.
მისივე ინფორმაციით,დაწესებულება ფსიქიკურად დაავადებული პირების ხანგრძლივი მკურნალობისთვის იქნება განკუთვნილი. დაწესებულება 25 საწოლზე იქნება გათვლილი .
“ქრონიკის” ინფორმაციით, დაწესებულების მშენებლობა სავარაუდოდ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
აღსანიშნავია,რომ 2020 წელს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება სამი მილიონით გაიზრდება და 27 მილიონი ლარი გახდება.გაზრდილი დაფინანსება ძირითადად სწორედ საოჯახო ტიპის დაწესებულებების აშენებას მოხმარდება. პროექტები რუსთავის მსგავსად, კახეთის რეგიონშიც განხორციელდება.