რუსთავში მასწავლებლებისათვის უფასო სკრინინგ პროგრამა ამოქმედდება

 ხვალიდან რუსთავში სკოლის მასწავლებლებისათვის უფასო სკრინინგ პროგრამა ამოქმედდება.

5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში პედაგოგები უფასო გამოკვლევით ისარგებლებენ.

კვლევის ფარგლებში შემოწმდება პაპილომა ვირუსი და ჩატარდება მამოგრაფიული გამოკვლევა.

პაპილომა ვირუსზე შემოწმება 40-70 წლის პედაგოგებს შეეძლებათ, ხოლო მამოგრაფიული გამოკვლევით 25-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში მყოფი საჯარო სკოლის მასწავლებლები ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ სკრინინგ კვლევა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და არის სრულიად უფასო.