ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის ორგანიზებით, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამით მიმდინარე C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში შეხვედრა სახელწოდებით “C ჰეპატიტის ელიმინაცია: ერთად დავამარCხოთ C ჰეპატიტი!” გაიმართა.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ქ.რუსთავის მერი, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ და ყრუ-მუნჯთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და C ჰეპატიტის ტესტირებაზე მუნიციპალური ორგანოების დახმარებით რეგიონში დასახლებული მოსახლეობის მობილიზებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში 2015 წლის 1 აპრილიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი უფასოდ ჩაიტაროს.
მკურნალობა ბოლო თაობის, ძვირი ბრენდული პრეპარატებით ხორციელდება, რომელიც თითქმის 100 % იანი განკურნების ალბათობით გამოირჩევა. დღემდე პროგრამაში 61 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მათგან მკურნალობა 56 000 პაციენტმა დაასრულა . განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შესაძლებლობისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, პროგრამისთვის ჯერ კიდევ, არ მიუმართავს, ასევე არ არის გამოვლენილი დაახლოებით 90 000 ადამიანი, რომლებიც კვლევის მიხედვით ,სავარაუდოდ , C ჰეპატიტით არიან ინფიცირებულები.