რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ქუთაისის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად დაინიშნა.
გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა, როდესაც მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, რუსთველი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ქუთაისის ეპარქიაში გადაყვანა წმინდა სინოდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოხდა.