“რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა გადავწყვეტთ”-ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტს კითხვაზე პასუხობს, თუ როდის შეასრულებს რუსეთი 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს.

“როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას? როდის გავლენ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან?”- ჰკითხა ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს.

“ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას,” – უპასუხა პუტინმა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას.

ვლადიმერ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზეა ჩასული.