სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.ცაბაძს ქუჩაზე , ცეცხლი ბაზრობა „თერგში“ გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ღია ცეცხლია შენობის მეორე სართულზე, სადაც საწყობია განთავსებული.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე 20-მდე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.