ფესტივალის „ივერია ბრილიანტი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას 8 ქვეყნის 50-მდე მონაწილე იღებდა.

მონაწილე ქვეყნებს შორის არიან სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, აშშ, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი.

ღონისძიება მიზნად ისახავს იმის შეხსენებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ფესტივალის ორგანიზატორია „ივერია ბრილიანტი“.