საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს, 11 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 12:30 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.








