თელავში,რუსთაველის გამზირზე მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა დაიწვა.
ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ბინაში არსებული ავეჯი და ტექნიკა.
მეპატრონის ინფორმაციით,ის სახლში მარტო ცხოვრობს, სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა და ლოგინზე ცეცხლი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.