სასწავლო პროცესი მეხუთე სკოლაში აღდგა-ამის შესახებ tv4-ს სკოლის დირექტორმა თამარ გოგაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით,არ არის 100% დასწრება, მაგრამ მოსწავლეების უმრავლესობა საგაკვეთილო პროცესს შეუერთდა.
ასევე სკოლაშია, ინციდენტში სავარაუდო მონაწილე მოსწავლე და გაკვეთილებს ჩვეულ რეჟიმში დაესწრება.
,,მოსწავლესთან დაკავშირებით ,ჩართულია ყველა რგოლი. შედეგი არის ის, რომ სწავლა შეუფერხებლად განახლდა. სკოლაში დაცულია, როგორც ყველა მასწავლებლის, ასევე, ყველა მოსწავლის უსაფრთხოება,- აცხადებს სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგაძე.