ლაგოდეხში, ჰერეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში 23 ხატს მირონი სდის . tv4-ს 16 წლის გიორგი გულიაშვილი დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, გულიაშვილების ექვს სულიან ოჯახში 23 ხატს სდის მირონი. მისივე თქმით, სასწაული გულიაშვილების ოჯახში სულთმოფენობას , 16 ივნისს დაიწყო და მას მერე გრძელდება.
როგორც ოჯახი tv4-თან ყვება სამი თვის განმავლობაში სასწაულის სანახავად მათ ოჯახში ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიდიან.