საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს.

ოჯახი სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

TV4 უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.