2018 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,2018 წლის ბოლოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76 508 შემთხვევა იყო რეგისტრირებული , სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით კი 4 859 ადამიანია აღრიცხული.