მეშვიდე მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოქალაქე გაიჭედა. 40 წლამდე ქალბატონი ლიფტში დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა .სამაშველო დახმარება ერთ-ერთმა მეზობელმა გამოიძახა.
მოქალაქე, რომელიც ლიფტში გაიჭედა ტვ4-თან აცხადებს, რომ ლიფტთან დაკავშირებულ პრობლემებს სისტემატური ხასიათი აქვს და მოქალაქეებს ყოველ ჯერზე სამაშველო ბრიგადის გამოძახება უწევთ.
მისივე ინფორმაციით, ლიფტის ძრავის მუშაობის შედეგად ლიფტი გამტვერიანდა და სუნთქვა შეუძლებელი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.