საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავს(+ფოტო)

მე-15 მიკრორაიონის N11 საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავს. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადა მოსახლეობამ გამოიძახა.

Update: ადგილზე ,,სოკარ ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა მივიდა, გადაიკეტა ბუნებრივი აირის წყარო და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვეა საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი დგას. მათივე ინფორმაციით, ადგილზე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები ,თუმცა პრევენციის ზომებს და მიზეზებს ვერ ასახელებენ.