სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
შემოწმების შემდეგ შედგენილ დასკვანში მითითებულია რომ: რამდენიმე სოფლის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირები არ ან ვერ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით.
შედეგად მუნიციპალიტეტს დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა. კერძოდ, რიგი სოფლის წყალმომარაგების მიზნით, შპს-ს სატუმბი სადგური იჯარით აქვს აღებული, რომლის საიჯარო ღირებულება წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. გარდა ამისა ,დასკვნაში მითითებულია ,რომ მუნიციპალიტეტი ვერ ასაბუთებს რა მიზნით შექმნა და აფინანსებს შპს „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს, რა მიზნით აქვს იჯარით გაცემული, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით, საბაზროზე ნაკლები ღირებულებით სხვადასხვა სახის ობიექტი.
მით უფრო ,რომ მოიჯარეების ნაწილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქირა არ გადაუხდია. აუდიტმა ნაკლოვანებები გამოავლინა სატენდერო კომისიის მუშაობაშიც.
დასკვნაში წევრების მუშაობა არაკვალიფიციურად არის შეფასებული და აღნიშნულია რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი არაეკონომიურად დაიხარჯა.აუდიტის სამსახურის შეფასების მიხედვით, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული პირველი ტენდერის შეწყვეტის შემდეგ, ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელიც იგივე სამუშაოებს უფრო მეტი ღირებულებით ასრულებდა.
დასკვნის მიხედვით, მარნეულის მუნიციპლიატეტის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.