სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ,საპასუხო თავდასხმის შედეგად თურქეთში, სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალესა და მარდინის პროვინციაში 7 ადამიანი დაიღუპა,დაშავდა 70-მდე მოქალაქე .
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,აფეთქების შედეგად, დაღუპულთა შორის არის 9 თვის ბავშვიც.
დაღუპულები არიან სირიაშიც. თურქეთის ავიაიერიშებს 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, თურქეთმა სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყარო” სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანა.