სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება-მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

თურქეთი სირიაზე ინტენსიურ შეტევას აგრძელებს. სირიის ქალაქებს არტილერია ბომბავს.

სამხედრო ოპერაციაში ჩართულია როგორც ავიაცია, ასევე სახმელეთო ჯარი. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საათობრივად იმატებს დევნილების რაოდენობა. ოჯახები და მცირეწლოვანი ბავშვები კონფლიქტის ზონას ტოვებენ.

დევნილები მედიის წარმომადგენლებთან ,9 დღიან დაპირისპირებას იხსენებენ და ყვებიან იმ ვითარების შესახებ, რომელიც საკუთარი თვალით ნახეს.

“ჩემი შვილები გადარჩნენ, თავს გვესხმიან და გვეშინია. ამიტომ აქ წამოვიყვანე პატარები. ჩემი ქმარი გასაჭირშია, ბავშვებმა ნახეს, როგორ ფეთქდებოდა ბომბები, სულ ისმის სროლის ხმა“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

სირიიდან დევნილები ამბობენ, რომ უმძიმესი ვითარებაა და მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება.თურქეთ-სირიის საზღვარზე სირიელი ლტოლვილები დახმარებას ითხოვენ.

სირიელი ლტოლვილები სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.

კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. მობილიზებულია საერთაშორისო მედია.