სიღნაღში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში ხანძარია. არსებული ინფორმაციით,ცეცხლი სახურავს გაუჩნდა.
პერსონალს და მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს.
ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშელო ეკიპაჟი. ამ დროისთვის ცეცხლის კერების ლოკალიზება მიმდინარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.