ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ. ოკუპანტებს ე.წ საზღვრის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.
ქარელის მერის ,ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ტექნიკის და სხვა გადაადგილება არ შეინიშნება.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცის განაპირას გუშინ დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები განაახლეს.