გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ლოკაციაზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა, სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდება 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი,რომელიც დასრულების ფაზაშია.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული გზების კეთილმოწყობა პირველად მიმდინარეობს.