სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი დაიწვა.ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.