უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლალი ფაფიაშვილის საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა მას შეკითხვები გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვეს.
ოპოზიციის წევრებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოსაზრებით დაინტერესდნენ, იმის შესახებ,რომ შეიძლება თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრს ზემდგომი პირი ჰყავდეს
ემზარ კვიციანის შეკითხვაც პრემიერ-მინისტრის ზემდგომ პირს ეხებოდა, თუმცა შეკითხვის დასმის დროს რომან გოცირიძის რეპლიკის გამო ,ემზარ კვიციანმა თემა შეცვალა და საუბარი მასსა და გოცირიძეს შორის გაგრძელდა
“ემზარ ის შავი კაცი ვინ იყო მაინც ჰა?“ – ჰკითხა გოცირიძემ კვიციანს.
“შენ ამას ვერ გაიგებ, რა კოდებით ვსაუბრობთ… ამიტომ ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე,“– უპასუხა კვიციანმა გოცირიძეს.