სოკოს საწარმოში “თეთრი ქუდი” ინსპექტირების პროცესი გრძელდება-ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში tv4-ს განუცხადეს. ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწარმო 15 ოქტომბერს შეამოწმა. შესწავლა-დათვალიერების შედეგად შედგა შესაბამისი ოქმები.
როგორც ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, საქმე სასამართლოს გადაეცემა,თუმცა ჯერ-ჯერობით შედეგების ანალიზი უნდა გაკეთდეს.
შეგახსენებთ, ქარხანასთან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ ინფორმაციით,ქარხანაში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირდა