უცნობი ადამიანები ეთნიკურად აზერბაიჯანელს თავს დაესხნენ

თბილისის ცენტრში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ცოტა ხნის წინ უცნობი ადამიანები ეთნიკურად აზერბაიჯანელს თავს დაესხნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ცნობილია, დაზარალებულს ხუთი პირი დაესხა თავს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. დაზარალებულის თქმით სრულიად უმიზეზოდ, უცნობი ხუთი მამაკაცი დაესხა თავს.