ფონიჭალა-კრწანისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფონიჭალა-კრწანისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე გაეცნო.

სამუშაოების ჩატარებამდე გზა დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებოდა.

ერთკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია გზის რეაბილიტირების პარალელურად სასმელი წყლის საპროექტო გეგმაზე მუშაობს.