სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავეს .
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ 2 000 ლარი გამოართვა.
დანაშაულისთვის საჯარო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
სოფელ ახალ სამგორში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი იმყოფებოდა.