“ყველა ფორმატი ამოქმედებულია”-ერგნეთში IPRM-ის ტექნიკური შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა იმართება. შეხვედრის ფარგლებში, მთავარი თემა ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები და გუშინ ოკუპანტების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავებაა.

ჟურნლისტების კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ოკუპანტები ევროკავშირის დამკვირვებლებ აკავებენ, როგორ უნდა შეინარჩუნონ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებმა ადამიანებმა სიმშვიდის განცდა- სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეობს მუშაობა და ყველა ფორმატი ამოქმედებულია

“დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა გახლავთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები. გუშინდელი შემთხვევა იქნება აქტიური განხილვის საგანი. როგორც მოგახსენეთ პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავი სტრუქტურები არიან ადგილზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგს, რაც შეეხება სიმშვიდის განცდას მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, ისინი განიცდიან დისკომფორტს, როცა მათ სახლებთან ძალიან ახლოს ვითარდება ასეთი პროცესები. მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამოქმედებულია ყველა ფორმატი,” – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.