შსს-საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების
შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში
არიან გადაყვანილი.

უწების განცხადებით,პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის
დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და
მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული
ევაკუაცია განახორციელეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ,სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური
პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა
შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება
სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს
გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების
დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება
და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.