შსს-ში ადასტურებენ, რომ უკრაინაში სპეცოპერაციისას მოკლული პირი შოთა ჭიჭიაშვილია

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული პირი საქართველოში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი შოთა ჭიჭიაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

შოთა ჭიჭიაშვილს ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა საპატიმრო.