შშმ პირთა ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტის” შესარჩევი ტური რუსთავში (+ფოტო)

შშმ პირების ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტის“ შესარჩევი ტური, დღეს, რუსთავის კულტურის სახლში ჩატარდა .

საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს ფესტივალ  „ივერია ბრილიანტს“, რომელშიც საქართველოს გარდა  უკრაინა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და პოლონეთი მონაწილეობს. ფესტივალის გალაკონცერტი  რუსთავის თეატრში გაიმართება და მასში, 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას.  კონკურსი 5, ხოლო დასკვნითი კონცერტი 6 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და მათგან კანდიდატები შეირჩევა , რომლებიც უკრაინაში და აზერბაიჯანში, მსგავს ფესტივალზე გაემგზავრებიან .  ჟიურის წევრების შემადგენლობაშია რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. აღსანიშნავია, რომ  ჟიურის შემადგენლობაში არიან როგორც ქართველები ასევე უცხოელი სტუმრები .  ფესტივალში, წელს 4 რუსთაველი შშმ პირი იღებს მონაწილეობას.

ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით  ხორციელდება.