ერთ- ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის, ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. ამის შესახებ განცხადება დღეს რუსთავის მერის მოადგილემ გააკეთა. ბესიკ ტოგონიძის თქმით, სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, ადგილზე ქვაფენილი მოეწყობა, დამონტაჟდება განათების თანამდეროვე სისტემა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.
ნარგავების მოვლა- პატრონობისთვის სარწყავი სისტემა მოეწყობა. ტერიტორიაზე სრულდება ორი მოედნის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არბა ასრულებს. ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციისთვის 900.000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.