ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ქუთაისის მეორე საპყრობილეში, ბრალდებული გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის უფროს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

“საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”- განაცხადა წულუკიანმა

გიორგი წურწიმუამ ქუთაისის მეორე დაწესებულაში სიცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დაასსრულა. მან თავის ზეწრით ჩამოხრჩო. წურწიმია ძმის მკვლელობის ბრალდებით 28 სექტემბერს დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა 30 სექტემბერს.