“წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედი არ მაქვს”-მამუკა ხაზარაძე

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა ,მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას ე.წ. მუქარის წერილის დედანი და ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა. საკითხზე კომენტირებისას მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საბუთები იმ უწყებას ჩააბარა,რომლის იმედიც არ აქვს.

“მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ როგორც დავპირდი, როდესაც პარლამენტში განცხადება გავაკეთე ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა დღეს. როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანმა დღეს საქართველოში უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი, რათა ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანამდე მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს ე.წ. მუქარის წერილის დედანი და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი წარუდგინა.