წყალდიდობის შედეგად იაპონიაში 10 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა სამი ადამიანი. სტიქიის ზონაში ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ასობით მოსახლემ მიიღო.

სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს. რეგიონში წყალმოვარდნა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

წყალდიდობის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა. დროებით დაიხურა სარკინიგზო სადგურიც. წყალდიდობამ შეფერხება გამოიწვია ადგილობრი აეროპორტშიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საავტომობილო გზების დაზიანების მიზეზით მგზავრებმა აეროპორტის დატოვება მთელი ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს.

სტიქია სწორედ იმ რეგიონშია, სადაც ორი კვირის წინ ტაიფუნმა მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.